ENGLISH
 

11.07.2012   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვის N11 აუქციონის შედეგები

2012 წლის 11 ივლისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები, დაფარვამდე დარჩენილი ვადით 976 დღე.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 16 500 000 ლარი. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი  6.970 პროცენტით განისაზღვრა.

 


 
 
Copyright © 2013 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service