2010 წლის 29 ივლისს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N30, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.97%-ით, მაქსიმალური 9.07%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.02%–ით განისაზღვრა.