მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკურ გამოცემას. მასში გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს არა მარტო ფინანსურ, არამედ რეალურ, სამთავრობო და საგარეო სექტორებსაც.
ქვეყნის საბანკო სისტემის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაფართოების მიზნით და ახალ სტატისტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, ბიულეტენში რეგულარულად ქვეყნდება მონაცემები რეზიდენტებისა და არარეზიდენტების, ეროვნული ეკონომიკის სექტორებისა და საქმიანობის სახეების მიხედვით; ასევე საკუთრივ საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
ბიულეტენში გამოქვეყნებული ინფორმაციის ძირითადი წყაროა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილი მონაცემები. ამასთან, გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემები.
2002 წლიდან, ბიულეტენი გამოიცემა ყოველკვარტალურად საანგარიშო კვარტლის დამთავრებიდან 30-ე დღეს. მისი მომხმარებლები არიან სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, აკადემიური წრეები და ფიზიკური პირები, საზღვარგარეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკები, საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკური სამსახურები.
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი. ივნისი, 2010 (1.89 Mb)
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი. 2009 (0.7Mb)
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი. 2008 (2.56Mb)
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი. 2007 (1.1Mb)
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი. 2006 (891k)
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი. 2005 (958k)
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი. 2004 (2.6Mb)
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი. 2003 (335k)
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი. 2002 (424k)
მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი. 2001 (822k)
|